En | Ge | Am
   
05
Feb '12
Sunday
   
 
     
 
 

 

ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში
ანალიტიკური სამაგიდო კვლევა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული ხედვა
დაწვრილებით »

 სახელმწიფო პროგრამა ”იაფი კრედიტი” დაწვრილებით

 

Newგზამკვლევი რწმუნებულებისათვის        დაწვრილებით 

 

 
სურსათის ფალსიფიკაცია საქართველოში
კარტოფილის მოსავლის აღება და შენახვა
სასოფლო-საკონსულტაციო მომსახურება და ფერმერთა ჯგუფები
მთავარი
დონორი

 

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა 
და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან 
(ADC)

 
მოკლე მიმოხილვა
 
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (ADC) ხელს უწყობს მდგრად განვითარებას სიღარიბის დაძლევის, მშვიდობისა და გარემოს დაცვის გზით. ორმხრივი განვითარების თანამშრომლობა მუშაობს შვიდ მთავარ რეგიონში: აღმოსავლეთ აფრიკა, სამხრეთ აფრიკა, დასავლეთ აფრიკა, ჰიმალაი, ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა/დასავლეთ ბალკანეთი და სამხრეთ კავკასია.
 
სამხრეთით თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტებია წყალი და სანიტარია, ენერგია, სოფლის განვითარება, განათლება, კერძო სექტორის განვითარება და კარგი მმართველობა.
 
სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ADC-ს ხელს უწყობს ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას და ეხმარება მათ მომზადებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტებია ბიზნესისა და დასაქმების, განათლების, გარემოსა და კანონის უზენაესობის სფეროები.
 
მრავალმხრივი განვითარების თანამშრომლობა აგრეთვე თამაშობს მთავარ როლს ავსტრიის განვითარების პოლიტიკის კონცეფციაში. ავსტრია ხელს უწყობს მრავალმხრივ განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებს პირდაპირი კონტრიბუციითა და კონკრეტული პროგრამებით, აგრეთვე საერთო პროექტების განხორციელების გზით.
 
თანამშრომლობა ეფუძნება პარტნიორ ქვეყნებთან დადებულ სამ წლიან პროგრამას, რომელიც ჩამოყალიბდა ავსტრიის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში. ის შექმნილია ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტროს მიერ (MFA) და განსაზღვრავს ავსტრიის თანამშრომლობის სტრატეგიულ ორიენტირს. ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) არის ADC-ს განმახორციელებელი ორგანო და მართავს შესაბამის ბიუჯეტს. ADC-ს პროგრამები განხორციელებულია ADA-ს მიერ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ბიზნეს კომპანიებთან.

2006 წლის მონაცემებით, ავსტრიამ დახარჯა 1,193.8 მილიონი ევრო ოფიციალური განვითარების დახმარებაზე (ODA), რომელიც შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,47 %. შესაბამისად, ევროკავშირის ძველი წევრი ქვეყნების (15) ამოცანა 2006 წლისათვის 0,33 %-დახმარებაზე, ავსტრიამ გადაჭარბებით შეასრულა. ავსტრია გეგმავს გაზარდოს მისი დახმარება მშპ-ის 0,51 %-მდე 2010 წლამდე, ხოლო 0,7 % - 2015 წლამდე გაეროს ათასწლეულის მიზნების შესაბამისად, სხვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად. 

ADC – Information Desk
Austrian Development Agency
Zelinkagasse · 1010 Vienna · Austria
Telefon: +43 (01)90399-411
E-mail: oeza.info@ada.gv.at
www.ada.gv.at

© 2007-2010
administrated by CiDA
 

საერთაშორისო
პარტნიორი:
ადგილობრივი
 პარტნიორები:

ფინანსური 
მხარდაჭერა: