მთავარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული ხედვა
მოკლე შეჯამება
ეს სტრატეგიული დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს და პრინციპებს. აგრარულ პოლიტიკაში მთავარი როლი კერძო სექტორს ენიჭება, რომელიც ამ პოლიტიკის ამომავალ პრინციპს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანია ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა და კერძო ინვესტიციების წახალისების უზრუნველყოფა. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამ ინვესტიციათა უმეტესი წილი მიმართული იქნება აგრარულ ექსპორტზე. სამინისტრო ხელს შეუწყობს სოფლის საოჯახო მეურნეობების შემოსავლიან საქმიანობებში ჩართვას, სოფლად სიღარიბის დაძლევის მიზნით. შემდეგ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთათვის ბაზარზე ხელმისაწვდომი და უვნებელი სურსათის მიწოდება. პირველადი და გადამამუშავებელი აგრარული წარმოების განვითარების თვალსაზრისით, სამინისტროს როლი მდგომარეობს აგრარული სექტორის საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაში.
სტრატეგიული მიმოხილვა და პრიორიტეტები
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უპირველესი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დაჩქარებული ტემპებით განვითარებას, კერძო სექტორის ინვესტიციებისათვის საჭირო გარემოს შექმნის გზით. სამინისტროს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს კონკრეტული რეგულაციების მიღება, რომელიც მიმართული იქნება ბაზარზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის გასამტკიცებლად. ამასთანავე, სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტისათვის და ინვესტიციებისათვის გამარტივებული მარეგულირებელი გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის დაუბრკოლებელ განვითარებას.
გარდა ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობა ექსპორტის ზრდაზე უნდა იყოს ძირეულად ორიენტირებული, რაც წარმოადგენს სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის საუკეთესო საშუალებას. იმდენად რამდენადაც, მთავრობის პოლიტიკა მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო სექტორში საბაზრო მექანიზმების დანერგვას, სამინისტროს მიაჩნია რომ ის საქონელი, რომელიც საერთაშორისო ბაზრზე არ სარგებლობს კონკურენტული უპირატესობით ჩანაცვლებულ უნდა იქნას კონკურენტული უპირატესობის მქონე საქონლით.
თუ გავითვალისწინებით იმას, რომ ტრადიციულად ქართული სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი დამოკიდებული იყო რუსულ ბაზარზე, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დაწესებულმა სანქციებმა უარყოფითი გავლენა იქონია ადგილობრივ წარმოებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველომ უნდა მოახდინოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. მაშასადემე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ბაზრების გლობალურ ტენდენციები შესწავლილ იქნას საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტების კუთხით (მაგ.: თხილი, ღვინო, ციტრუსები). გარდა ამისა, ექსპორტის და წარმოების გაფართოვების თვალსაზრისით, სამინისტრო ითანამშრომლებს კერძო მწარმოებლებთან და დარგში მოღვაწე ძირითად ბიზნეს ჯგუფებთან.
ექსპორტის დივერსიფიკაციის წახალისების და ახალი ღონისძიებების უკეთ განსაზღვრის მიზნით, სამინისტრო განახორციელებს რიგ კვლევებს, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პრდუქციის საექსპორტო პოტენციალის შესასწავლის თვალსაზრისით. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამინისტრო დააფინანსებს კომერციული კუთხით გაშუქებულ კვლევებს, რომლებიც დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების და ექსპორტის გაფართოვებისათვის პერსპექტიული მიმართულებების დადგენაში. ეEს ანალიტიკური დოკუმენტები უნდა შეიცავდეს, როგორც რეკომენდაციებს იმის თაობაზე თუ ზოგადად როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა აგრარულ სექტორში, ასევე მიუთითებდეს ისეთი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც გაადვილებენ თანამშრომლობას და ამავდროულად გააძლიერებენ ვალდებულებებსს კერძო სექრტორს წარმომადგენლებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რაც საერთო ჯამში აგრარული სექტორის განვითერებას მოემსახურება.
საქართველოს მთავრობის საერთო პოლიტიკის ფარგლებში, სამინისტროს მეორე პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლად სიღარიბის შემცირება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიიღწევა ეკონომიკური ზრდისა და ექსპორტის გაძლიერების გზით. ამასთანავე, სამინისტრო აცნობიერებს არასაექსპორტო საქონელის მნიშვნელობას, რომელსაც გააჩნია იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი.
მოცემული პოლიტიკა მიმართულია არასაექსპორტო სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებისათვის შესაფერისი პირობების შექმნისთვის. ეს პროცესი მიღწეულ უნდა იქნას ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მოზიდვით, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე აგრობიზნესის განვითარებას და მაშასადამე დაეხმარება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას.
სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოდგენილი საინიციატივო წინადადებები ძირითადად დაფინანსდება ბიუჯეტიდან, რასაც დაემატება დონორთა ფონდები. სახელმწიფოს საჭიროების შესაბამისად, სამინისტრო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ თანხებს (მიუხედავად იმისა კრედიტის სახითაა ის თუ სესხის) განიხილავს, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსების დამატებით ნაწილს. მაშასადამე, სამინისტროს მონაწილეობა პრიორიტეტების დასახვაში, ერთობლივი რესურსების დაგეგმარებასა და გახარჯვაში უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს აგრარულ პოლიტიკას. დონორთა ფონდების გახარჯვის თვალსაზრისით, ფინანსური მექანიზმი ძირეულად უნდა ეფუძნებოდეს თანადაფინანსების პრინციპს, რომელიც გულისხმობს მოსარგებლის მაღალ პასუხისმგებლობის დონეს.
I. საექსპორტო საქონელი
საქართველოს სასოფლო-სმეურნეო ექსპორტი ძირითადად რუსულ ბაზრზე იყო ორიენტირებული, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა საექპორტო პროდუქციის ხარისხის გაეუმჯობესების და ახალ ბაზარების ძიების დაბალი მოტივაცია. შესაბამისად, დღევანდელი საქართველოს აგრარული სექტორი პირველ რიგში ხასიათდება შემდეგი სამი ნიშანთვისებით, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის ხარისხთან, წარმოების მოდერნიზაციასთან და საბაზრო ინსტრუმენტების შემოღებასთან.
სოფლის მეურნეობის წარმოებაში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება პროდუქციის ხარისხი. წარმოებაში არსებული ჩამორჩენილი ტექნოლოგიები, გამოუცდელობა თანამედროვე მენეჯმენტის წარმართვაში და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციების არასაკმარისი ცოდნა აფერხებს საქართველოში მაღალხარისხიანი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. ამის დასტურია, ამჟამად ღვინის ინდუსტრიაში არსებული ვითარება. ვინაიდან ღვინის მწარმოებელთათვის ტრადიციულ საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენდა, ღვინის მწარმოებლები ნაკლებად ზრუნავდნენ ხარისხის გაუმჯობესებაზე და ევროპულ თუ საერთაშორისო ბაზარებზე არსებული მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი ღვინის ინდუსტრიაში შექმნილი ვითარებიდან მდგომარეობს მევენახეობის და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ამაღლებას და შემოსავლების პროცენტულ ზრდას (ფულადი ღირებულაბის მატებას).
შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება რეალურად არასოდეს ყოფილა ბაზარზე ორიენტირებული. ამდენად, პოტენციურად მომგებიანი საექსპორტო პროდუქციის საწარმოებლად დღესდღეობით არსებული საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა არაეფექტური და მოძველებულია. საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გადამუშავებული პროდუქციის გატანა, როგორიცაა წვენები, კონცენტრატები და სხვა, მოითხოვს მოდერნიზებულ გადამამუშავებელ ციკლს. სამინისტროს როლი გადამამუშავებელი მრეწველობის მდგრად განვითარებში, მდგომარეობს პირველადი წარმოების სათანადო ინფრასტუქტურის (ხარისხიანი ნერგები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და სხვა) განვითარების ხელშეწყობაში, რომელიც განაპირობებს მის კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას. გადამამუშავებელ წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების შემოღება და საქონლის შეფუთვის და ტრანსპორტირების საკითხების მოწესრიგება, გაუადვილებს ქართველ მეწარმეებს საერთაშორისო ბაზარზე შესვლას. ამის კარგ მაგალითად გამოდგება, ციტრუსების გადამამუშავებელი ხაზების განვითარება აჭარის რეგიონში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამასთანავე, მსგავსი საწარმოების ამოქმედება კომერციული თვალსაზრისით ამართლებს მცირე აგრარული მეურნეობების (მცირე კერძო ხეხილის ბაღების) არსებობას, რასაც ამავდროულად სიღარიბის შემცირების პოტენციალი გააჩნია.
გასული ათი წლის განმავლობაში ახალი საექსპორტო საქონლის წარმატებული განვითარების მოწმენი გავხდით, რომლებსაც უკვე მსოფლიო წარმოების მნიშვნელოვანი წილი უკავიათ. თხილი სწორედ ასეთის საექსპორტო საქონლია. თხილის წარმოებამ მოახდინა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე რეაგირება. საბაზრო მექანიზმებმა, ინვესტიციების ზრდასთან ერთად, გაადვილეს საერთაშორისო ბაზარზე კონკუტრენტუნარიანი დარგის წარმოქმნა და განაპირობეს მისი განვითარების შესაძლებლობები. ასეთი შედეგები მიიღწევა მინიმალური სახელმწიფო რეგულირების და კერQძო სექტორის აქტიური მონაწილეობის გზით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტისათვის მარკეტინგი წარმოადგენს შემდგომ მნიშვნელოვან საკითხს. სოფლის მეურნეობის სექტორი საჭიროებს ახალ მიდგომებს, რათა გამოვლენილ იქნეს ქართული საქონლის გასაღების ბაზრები. მარკეტინგულმა სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს ბაზრების ის ნიშა, სადაც არსებობს ქართული პროდუქციის განთავსების რეალური შესაძლებლობა. ასევე აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული მექანიზმები, რათა მოხდეს კერძო სექტორის ჩაბმა წარმოების მონიტორინგის, ხარისხის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.
სახელმწოფომ უცხოელ და ადგილობრივ ბიზნესმენთათვის მოკლე ვადებში უნდა უზრუნველყოს მყარი შესაძლებლობები და გარანტიები, სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებაში, მთავრობის როლი სწორედ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. Eაღნიშნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს გადამამუშავებელი წარმოების ხარისხის სტანდარტის შემოღებას; პირველადი წარმოებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას; ბრენდის და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებას; სერთიფიცირებისა და რეგულირების საჭიროების შეფასებას.
II. არასაექსპორტო საქონელი
საქართველოს სოფლის მეურნეობის არასაექსპორტო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია იმპორტის ჩანაცვლების და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. ეს სექტორი აგრეთვე მნიშვნელოვანია ქართული სოფლის მეურნეობის უნიკალური აგრარული მრავალფეროვნების შენარჩუნების მხრივ. სწორედ ამიტომ, არასაექსპორტო მაგრამ ტრადიციული აგრარული დარგების (მაგ.: მემარცვლეობა, მეცხოველეობა და ა.შ.) შენარჩუნება საბოლოოდ იქონიებს დადებით სოციალურ ეფექტს და უზრუნველყოფს სოფლად სურსათის უსაფრთხოებას. დამუშავებული მიწის მცირე მოცულობის, ჩამორჩენილი აგარარული ტექნოლოგიების და საწარმოო საშვალებების მაღალი დანახარჯების პირობებში, გარკვეულ აგრარულ დარგებს გააჩნიათ დაბალი კონკურენტუნარიანობა და საექსპორტო ღირებულება. ამდენად, ერთადერთი გზა არასაექსპორტო დარგების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მდგომარეობს ამ სექტორის პროდუქტიულობის ზრდაში.
არასაექსპორტო საქონლის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სამინისტრო გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს:
• დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სრულყოფილი სათესლე ჯიშების ათვისებას, სათესლე მეურნეობის მოწყობილობების გაუმჯობესების გზით (მაგ. ხორბალი, ქერი, სიმინდი );
• მარკეტინგული მექანიზმების გაუმჯობესების მხარდაჭერას;
სოფლის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ამ კულტურებზე და მათთვის ხარისხიანი სათესლე მასალა, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს მაღალი მოსავლანობით და წლიური უკუგების ჩქარი ციკლით, იოლად მისაწვდომი უნდა იყოს. მაშასადამე, ყველა ზემოხსენებული ღონისძიებები გამოიწვევს გარკვეული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტის თანმიმდევრულ ჩანაცვლებას. ზემოაღნიშნული კულტურების მოსავლიანობის ზრდა ხელს შეუწყობს დაბალი ფასების შენარჩუნებას კვების მრეწველობაში.
მეცხოველეობა წარმოადგენს მომდევნო მნიშვნელოვან დარგს იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით (მაგ. რძის პროდუქტები). ამ დარგისთვის არსებობს რეალური შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა. ამდენად, ჯიშების გაუმჯობესება და ხელოვნური განაყოფიერების დანერგვა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მეცხოველეობის ბიზნესს გარკვეულწილად საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია.
III. ინფრასტუქტურის განვითარების მხარდაჭერა
1. სოფლად ინფრასტუქტურის განვითარება
სოფლად ინფრასტუქტურის განვითარება (როგორიცაა მაგალითად გზების, ხიდების და სასმელი წყლის მიწოდების სისტემების მოწესრიგება), გამოიწვევს აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობის შემდეგი მიმართულებებით გაუმჯობესებას:
ა. აგრარული სექტორი აუცილებლად გახდება უფრო მიმზიდველი ინვესტიციებისათვის და შესაძლებელს გახდის სოფლად ბიზნესის განვითარებას.
ბ. გაადვილებს სამუშაო ადგილების შექმნას და ამდენად, განაპირობებს უფრო მაღალ შემოსავლებს, რაც ფაქტიურად ნიშნავს სოფლის მოსახლეობის სოციალური და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
2. მიწის რესურსების მენეჯმენტი
მთავრობამ უნდა დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მეურნეობების პრივატიზაცია და ამავდროულად, შექმნას სათანადო ინსტრუმენტები, მიწის მფლობელის უფლებების გაძლიერების მიზნით. სოფლის მეურნეობის სამინიტრო, ეკონომიკის განვითარების სამინისტრსთან ერთად პასუხისმგებელია ისეთი სტრატეგიის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მიწის მდგრად გამოყენებას. პირველ რიგში, მთავრობა გაადვილებს არსებული მიწის რესურსის სწრაფ პრივატიზაციას. ამასთანავე, მთავრობა შემოიღებს საბაზრო მექანიზმებს, რათა მოხდეს მიწის ეფექტური გამოყენება.
ახლო მომავალში, უნდა ჩატარდეს სპეციალური გამოკვლევა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ღირებულების დადგენის მიზნით. მიწის ფასში ასახულ უნდა იქნას მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების პერსპექტივა (სასოფლო-სამეურნეო ღირებულება); მიწაზე მოთხოვნა ქვეყნის კონკრეტული ადგილმდებაროების და მიწის არსებული კონდიციის მიხედვით. მარტივად რომ ითქვას, ჩვენი მიზანია საბაზრო მექანიზმების შექმნა, რის შედეგადაც მიწა უნდა იქცეს კომერციულად სიცოცხლისუნარიან საქონელად. ეს პროცესი გამოიწვევს ბიზნესზე ორიენტირებული თანამედროვე აგროარული სეწტორის ჩამოყალიბების სტიმულირებას, ინვესტიციების მოიზიდავს და მიწის დიდი ნაკვეთების კონსოლიდაციას კონკრეტულ მიწის მესაკუთრეთა ხელში, რაც შესაბამისად განაპირობებს აგრარული წარმოების ზრდას და მისი ხარჯების შემცირებას. გარდა ამისა, არაკონკურენტუნარიანი კულტურების წარმოებიდან ამოღების შედეგად, განთავისუფლებული მიწის რესურსები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უფრო მაღალი ღირებულების და საექსპორტო პოტენციალის მქონე კულტურების მოსაყვანად (მაგალითად ჩაის ძველი პლანტაციების ჩანაცვლება თხილით, დაფნის ფოთლით, მოცვით და ა.შ.).
3. ირიგაცია
სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ირიგაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს. არსებული საირიგაციო სისტემები საჭიროებენ რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას, ისევე როგორც მართვის სისტემის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სარწყავი მიწის მატება გამოიწვევს პირველადი სასოფლო-სამეურნეო საქონლის პროდუქტიულობის ზრდას.
დღესდღეობით, საქართველოში მხოლოდ 80 000 ჰექტარი მიწა ირწყვება. 2007 წლისთვის დაგეგმილია სარწყავი მიწის 30 000 ჰექტრით გაზრდა. სარწყავი მიწის მატების შედეგად, პირველადი სასოფლო სამეურნეო საქონლის პროდუქტიულობა გაიზრდება. საირიგაციო სისტემის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, 2007 წელს სამინისტრო გაიღებს 18 მილნ. აშშ დოლარის ინვესტიციას. არსებული საირიგაციო სისტემის მართვის გაუმჯობესების მიზნით, 4 სახელმწიფო შ.პ.ს. ამოქმედდება, რაც გაადვილებს საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული საირიგაციო სისტემის ჩამოყალიბებას. ზემოაღნიშნული ღონისძიებები დაეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგად განვითარებას, მომგებიანი ბიზნესის გაფართოების გზით.
IV. სიღარიბის დაძლევა
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად სიღარიბის დაძლევა მოიაზრება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ პოლიტიკის შესაბამისად გეგმავს გარკვეული მექანიზმების შემუშავებას, სოფლად სიღარიბის დაძლევის მიზნით. სოფლად სიღარიბის დაძლევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ეკონომიკური განვითარება და ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა. პირველ რიგში, სამინისტო მოელის, რომ სოფლად სიღარიბის შემცირება მიღწეულ იქნება აგრარული ექსპორტის მატების შედეგად, რაც თავის მხრივ წარმოქმნის დასაქმების შესაძლებლობებს.
თავდაპირველად, სოფლად სიღარიბის პრობლემატიკის შესასწავლად, სამინისტრო გეგმავს Qძირითად დონორებთან თანამშრომლობას, რათა მომზადდეს აღნიშნილი საკითხის ანალიტიკური კვლევა. კვლევამ უნდა გააშუქოს დაბალშემოსავლიანი სოფლის მოსახლეობის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და მათი შემოსავლების წყაროები. ამდენად, მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიციის (პროგრამის) ფორმულირება სოფლად სიღარიბის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით, რის დასრულებისთანავე, სამინისტრო გამართავს სამუშაო შეხვედრას სოფლად სიღარიბის დაძლევის ბრძოლაში ჩართულ ძირითად მონაწილეებთან, სოფლად სიღარიბის მიზეზების და შესაძლო საპასუხო ღონისძიებების განხილვის მიზნით.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, განხორციელდება სპეციალური პროექტები, სახელმწიფო სექტორის შეზღუდული დაფინანსებით. აღნიშნული პროექტები მიზანმიმართული იქნება სოფლად დაბალ-შემოსავლიან საოჯახო მეურნეობებზე და უზრუნველყოფს მათ შესაბამისი სათესლე საშუალებებით (ხარისხიანი თესლებით და ნერგებით); სასუქებით; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით; მსხვილრქოსანი საქონლის საშენე პირობების გაუმჯობესებით; ბაზარზე შესვლის გაადვილებით. ყველა ზემოხსენებული ღონისძიება ემსახურება პროდუქტიულობისა და აგრარული წარმოების ზრდას, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სოფლის მაცხოვრებლების ცხოვრების დონეს და სოციალურ პირობებს.
|